რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ რუსთაველის გამზირზე ქუჩაში წყალი გადმოდის.

ვიდეოზე ჩანს, რომ წყალი ხის ძირიდან მოედინება და პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოხაზული.

საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში „პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ გახეთქილია წყლის მილი და სამაშველო ჯგუფი უკვე გაემართა ადგილზე სიტუაციის მოსაგვარებლად.

შეგახსენებთ, რომ „Fast and Furious"-ის გადაღებების გამო 14 სექტემბერს თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×