ტატა შოშიაშვილი
14.09.2019

 „ჟირინოვსკიზე თავად რუსებიც ღიმილით საუბრობენ... სულ ამბობს, რომ რუსეთმა ნახევარი მსოფლიო, ევროპა უნდა დაიპყროს და საქართველოც, რა თქმა უნდა, თავისთავად უნდა დაშალოს. მაგაზე კომენტარი არ უნდა გავაკეთოთ და არ უნდა წამოვწიოთ ეს საკითხი სერიოზულ დონემდე", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადება, რომელიც ფედერაციის მმართველ გუნდს საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებდა.

რუსეთის ლიბერალ -დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელიც თავისი რადიკალური და ხისტი განცხადებებითაა ცნობილი საქართველოს მიმართ, რიტორიკას არ ცვლის და ფედერაციის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქართველოსთან ყველაეკონომიკურიურთიერთობაუნდაგაწყვიტოს.

გარდა ამისა, ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უნდა შეწყდეს საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება, აიკრძალოს ფულადი გზავნილები საქართველოში, დაიწყოს რუსეთში ქართველი მეწარმეების ტოტალური შემოწმება და ქვეყნიდან გააძევონ ყველა არალეგალურად მყოფი ქართველი. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ რუსული გამოცემა „პეტერბურგსკი დნევნიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, აგერ უკვე 102 წლის განმავლობაში ჩვენი შეცდომების შედეგია... ყოველთვის ბუნტდებიან! პირველები ქართველები იყვნენ, 1917 წელს დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადეს, 1957 წელს სტალინის კულტის ნგრევის გამო აჯანყდნენ, 1989 წელს ისევ აჯანყდნენ... ახლა კი ვეღარ უნდა გამოძვრნენ მარტო „ბორჯომით", - ამბობს ჟირინოვსკი.

საპარლამნეტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჟირინოვსკის მონოლოგებისა და ინიციატივების სერიოზულად აღქმა გაუმართლებელი იქნება, რადგან თავად ჟირინოვსკის მოსაზრებით რუსეთმა მთელი მსოფლიო უნდა დაიპყროს და საქართველოც მიიერთოს:

„ჟირინოვსკი სულ ამბობს იმას, რომ რუსეთმა ნახევარი მსოფლიო, ევროპა უნდა დაიპყროს და საქართველოც, რა თქმა უნდა, თავისთავად უნდა დაშალოს. მაგაზე კომენტარი არ უნდა გავაკეთოთ და არ უნდა წამოვწიოთ ეს საკითხი სერიოზულ დონემდე. ჟირინოვსკიზე თავად რუსები ღიმილით საუბრობენ და ჩვენ რომ ვისაუბროთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, მგონია, რომ არ იქნება სწორი.

„თუ მიადევნებთ თვალს მის განცხადებებს, შეამჩნევთ, რომ ჟირინოვსკი ასეთი სკანდალური თემებითა და განცხადებებით გამოირჩევა - დავიპყროთ გერმანია, ჩავიდეთ საფრანგეთში, დავარტყათ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ა.შ. ასე რომ, მისი განცხადებზე როგორ უნდა ვისაუბროთ?!", - განაცხადა ნურკი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×