რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) მომხმარებელმა ბათუმში, ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყიდ ასაწონ შოკოლადში ჭიები აღმოაჩინა.

სოფო ხელაძე ყვება, რომ დაახლოებით, ერთ კილო ტკბილეული მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში იყიდა, სტუმრად მისულმა კი აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა შოკოლადი გაფუჭებული და ჭიანი იყო.

„დაახლოებით 30-მდე შოკოლადი გავხსენი და ყველაში მატლი იყო. ხომ შეიძლება ეს პატარებმაც ჭამონ. უფროსებმა შენიშნეს და შემდეგ ყველა სათითაოდ გავხსენით. გასულ კვირას კი საბავშვო ფაფაში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ აფთიაქში შევიძინე მატლი იყო. პროდუქცია საკმაოდ ძვირი ღირს და ის ვადაგასულიც არ ყოფილი", - ამბობს მომხმარებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×