რეზონანსი
15.09.2019

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის" თანამშრომელია.

კომპანია „ენ ეს გრუპი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A და E კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

„ენ ეს გრუპი" ილიაუნის ტერიტორიაზე 600 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს ასრულებს და პროცესი ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×