
91 წლის ქართველ მოხუც ქალს, ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა.
როგორც ოჯახის წევრები წერენ, ნათელა ფარემუზაშვილი, 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა შორიდან...
ეიფელის კოშკთან მისულმა 91 წლის ქალმა ოჯახს ამ ოცნების ასრულებისთვის, მადლობა გადაუხადა.
„გვიან, მაგრამ მაინც ამიხდინეთ ოცნება. არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება," - ამბობს ვიდეოში ნათელა ფარემუზაშვილი ქართულად და ფრანგულად.
მოხუცმა პარიზს ეიფელიდანაც გადმოხედა.
წყარო: რადიო ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე