ელზა პაპოშვილი
18.09.2019

 დადებს თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ „ლელოს“ 2020 წელს, ამას უკვე არჩევნების დღეს გავიგებთ, თუმცა მან უკვე წარადგინა ის 12 რჩეული ადამიანი, ვინც მას პოლიტიკური „ლელოს“ დადებაში დაეხმარება. ხაზარაძის მთავარი აქცენტი  ახალ სახეებზე და იმ ადამიანებზე გაკეთდება, რომლებიც წინა და ახალი  ხელისუფლებების დროს სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდნენ და მართვის უნარები აქვთ. ხაზარაძის მთავარი მიზანია, რომ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან აფილირებული არ იყოს. ის ცდილობს  გაემიჯნოს როგორც „ნაციონალებს“, ასევე „ოცნებას“.  ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომელთაც დასავლური ვექტორი აქვთ. 

შესაბამისად მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა, რომელთაგან არცერთი პოლიტიკოსი არ არის. 

„ჩვენ მოძრაობას არგარდავქმნით პარტიად, მოძრაობა იქნება მაყურებელი, მაკონტროლებელი“, - ამბობს ხაზარაძე. 

„ეს არის მოძრაობა. როგორც გითხარით, პარტია იქნება ცალკე დაფუძნებული და ზოგიერთი ადამიანი, ვისაც თქვენ აქ ხედავთ, მისი სურვილით შეიძლება ვიხილოთ პარტიაში, ზოგიერთი დარჩება მოძრაობაში.

„ჩვენ მოძრაობას არგარდავქმნით პარტიად, იმიტომ რომ მოძრაობა იქნება ის მაყურებელი და იმ პოლიტიკის მაკონტროლებელი, რომელიც აიღებს თავისთავზე ქვეყანაში გამარჯვებისკენ სიარულს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, „ლელო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც დასავლეთის ვექტორი აქვს და ქვეყნის სწრაფი განვითარება უნდა.

„განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომელიც წინა ან ახლანდელი მთავრობის დროს იყვნენ უწყებებში, მუშაობდნენ, მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა პროფესიულმა ნაშრომმა და არავინ არ გამოიყვანა ეს ხალხი წინაპლანზე.“

„ლელოს“ წევრები არიან: ლანა გალდავა, იურისტი, ლევან ბოძაშვილი,უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი, თეონა დოლენჯაშვილი,მწერალი, კახა კოჟორიძე, იურისტი; მედეა მეტრეველი,ფილოლოგი; გიგა გუგუშვილი, მხატვარი, პროფესორი; საბა ბუაძე,„სამოქალაქო მოძრაობის" წევრი; გიგლა მიქაუტაძე, ეკონომისტი; ქეთი ენუქიძე, ორგანიზაცია "შეაჩერეკორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; ელენე მელიქიშვილი,საგარეოპოლიტიკის მკვლევარი;გია მორდეხაშვილი, ბიზნესმენი; დავითგელაშვილი, ეკონომისტი;

„საზოგადოებრივიმოძრაობა პარტიასთან არაფერკავშირშია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრაიმერის პრინციპით იქნებიან არჩეული. იყო სპეკულაციები, რომ თითქოს ჩვენ პირველ 12-ს წარვადგენთ. არანაირი პირველი და 150-ე არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომლებიც მოდიან თანაბარსრულუფლებიანი პრინციპით, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული შეასრულებს განსაკუთრებულ ფუნქციას“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე: შეიძლება თუ არა პრემიერის თანამდებობაზე მათმა პოლიტიკურმა გუნდმა მამუკახაზარაძე დაასახელოს, ბადრიჯაფარიძე ამბობს, რომ ამას თვითონ პოლიტიკური პარტიის წევრები გადაწყვეტენ.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ხაზარაძის ახალ მოძრაობას და მის წევრებს  აფასებს. მისი თქმით, ხაზარაძის  ნაბიჯები პოლიტიკურად კარგად არის გააზრებული, თუმცა თვლის,რომ მას პოლიტიკური კომპონენტი სჭირდება, რადგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ხაზარაძე ცდილობს დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. ბუნებრივია, ამას აქვს თავისი რისკები და პრობლემები, იმიტომ რომ ცნობადობის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს, ცნობადობის ფორმირებისთვის ერთი წელი არის ძალიან ცოტა და ეს მას შეუქმნის პრობლემებს. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია. 

მე ვფიქრობ, რომ მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტის გაჩენა, რომელიც ჯერ არიგრძნობა და ქმედებებშიც არ ჩანს. თუმცა, ეს არის ძალიან წვრილმანი და ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც გამოსწორებადია. პოლიტიკურად კარგად გააზრებულია მისი ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ ეს არის ჯერ მოძრაობა. მას ძლიერი პოლიტიკური კომპონენტის გამოჩენა უფრო დასჭირდება პარტიის დაფუძნების, მისი ყრილობის მომენტში.“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძეს არა აქვს საზოგადოებაში არც რეიტინგი და არც ის ქარიზმა, რომ მან ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ყურადღება მიიპყროს. მითუმეტეს ბანკირების მიმართ ჩვენს საზოგადოებაში არც თუ კარგი დამოკიდებულება არსებობს. ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხაზარაძეს რესურსი აქვს, თუმცა გააჩნია ამ რესურსებს როგორ და რა ფორმით გამოიყენებს. მას არა აქვს პოლიტიკაში მოღვაწეობის  გამოცდილება, ამიტომაც ახალი სახეებით პოლიტიკაში შემოსვლა საკამოდ რთული და სარისკოა. 

„რესურსი იმისა, რომ შეიქმნას ძლიერი პარტია და გუნდი არსებობს. ელექტორატი, რომელიც „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ მიღმაა, ნამდვილად ასათვისებელია. თუ პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია არ იქნა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ გამწვავდა, ეს ელექტორატი მშვიდად რომელიმე მესამე ძალაზე არჩევანს აუცილებლად გააკეთებს. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არჩევანს მაინც და მაინც ხაზარაძეზე გააკეთებენ. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.  

პირველ რიგში გუნდი, ვინ იქნებიან ხაზარაძის გვერდით. შემდეგ, ამ ხალხს პოლიტიკის კეთების რა გამოცდილება აქვს. თავად ხაზარაძეს ეს გამოცდილება არა აქვს. კი ბიზნესმენია და საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. 

მხოლოდ ფინანსური რესურსი და იმის იმედად ყოფნა, რომ ეს ორი პარტია „ოცნება და „ნაციონალების“ გულზე დიდად არავის აღარ ეხატება, არ შეიძლება. ეს გარანტიები ვერ იქნება. შესაძლოა ბარიერი ხაზარაძემ გადალახოს, მაგრამ მერე რა. ის იქნება ერთი ჩვეულებრივი დეპუტატი. სხვას სერიოზულს ვერაფერს გააკეთებს“,-აცხადებს ძაბირაძე. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×