ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე ფეისბუქზე წერს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეჭვმიტანილია კორუფციაში:
"იულიუს კეისრის ცოლს, პომპეას, ქმრის ღალატი დასწამეს. ეს არ დადასტურდა, მაგრამ კეისარი მაინც გაეყარა, რადგან ითვლებოდა: „კეისრის ცოლი ეჭმიუტანელი უნდა იყოს!"
***
ახლა სხვა დროა, ღალატისა და ერთგულების გარჩევაში ვერ ჩავერევით, მაგრამ ეს კი კატეგორიულად უნდა განვაცხადოთ:
პრეზიდენტი ეჭმიუტანელი უნდა იყოს!
***
საქართველოს პრეზიდენტი ეჭვმიტანილია.
თანაც, კორუფციაში.
თუნდაც ელისაშვილის მიერ, კალაძე რომ ჯამბაზს უწოდებს.
ჯამბაზმაც შეიძლება თქვას სიმართლე.
***
თუ ელისაშვილს არ ვერწმუნებით, მაშინ რით ავხსნათ მკვლელების შეწყალება?!
ჯერ ერთი, მერე ორიო, ახლა უკვე სამიო?!
ადვილი შესაძლებელია, მეოთხე და მეხუთეც გამოჩნდეს.
***
ძველი კომისია გააუქმა.
გასაუქმებელიც იყო.
განსაკუთრებით თავმჯდომარე!
მაგრამ ახალი არ შექმნა.
ეს ურთულესი საქმე დაქალს მიანდო.
იქნებ, სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი?!
***
პრეზიდენტებში საქართველოს აშკარად არ უმართლებს.
ზვიად გამსახურდია ყველაფერში გამონაკლისია.
ზოგიერთები უკვე იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ.
მე თუ მკითხავთ, ასეთი ტრაგიკული შეცდომებისა და კიდევ უფრო ტრაგიკული ეჭვების ფონზე, პრეზიდენტი იმპიჩმენტს არც უნდა დაელოდოს.
პრეზიდენტი უნდა გადადგეს!
***
მესმის, რომ ძნელი იქნება იმასთან გამოთხოვება, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
მით უფრო, როცა საოცნებო თანამდებობასა და პატივს საპენსიო ასაკში ეღირსე.
მერე რა, რომ გაჭირვებულ სამშობლოში?!
მთავარია, სასახლე გაქვს და ვიზიტებიც ხშირზე ხშირია...
***
მერე რა, რომ ერთი ფუნქცია გაქვს და იმასაც ვერ ასრულებ.
თუმცა, ვინ იცის, სწორედ ეს ჰგონია ფუნქციის კარგად შესრულება?!
***
პრეზიდენტი ეჭმიტანილია.
პრეზიდენტი უნდა გადადგეს.
***
საერთოდ, სჭირდება კი პრეზიდენტი ამ გაძვალტყავებულ ქვეყანას?!
ჩვენს ბედკრულ სამშობლოს?!"
წყარო: ალია
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე