რეზონანსი
18.09.2019

 (რეზონანსი)ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი შეწყალების საქმეზე წერს:

"სალომე ზურაბიშვილს გაუჩალიჩესო, შეცდომაში შიყვანესო, ისე შეაწყალებინეს მკლელებიო- ქოცები და მაგათი "გამპრავებლები" იძახიან. ამით უნდათ იმ თემის გადაფარვა რომ შესაძლოა. პრეზიდენტმა ფული აიღო მკლელების შეწყალების სანაცვლოდ. ამათ ჰგონიათ, ქრთამის აღებაზე ნაკლები უბედურება პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანაა.

რას ჰქვია შეცდომაში შეიყვანეს? ბავშია? ერთხელ შესცდა და მეორედაც? 2 კვირაში 2 მკლელი გამოუშვა და აქდედან ერთი 8 წელი იძებნებოდა. არ უნდა იკითხო, ვის იწყალებ? არ უნდა მოიკითხო მასალები? ვიღაცას რატომ ენდობი, შენი როგორი ახლობელოც არ უნდა იყოს?

,პატიმართა შეწალების საკითხში თუ ასე მარტივად შეჰყავთ შეცდომაში პრეზიდენტი, წარმოიდგინეთ ახლა, პრეზიდენტის აპარატში ჩანერგილი უცხო ქვეყნის კარგად გამობრძმედილი აგენტები მაგას რას უზამენ და რამდენჯერ შეიყვანენნ შეცდომაში. ზოგადად, უცხოეთის ქვეყნების დაზვერვა რას გაუჩალიჩებს. თუ მოინდომეს, დაამხობენ თავზე იმ პრეზიდენტის რეზიდენციას.

ქრთამის აღებაზე უარესი ეგ შეცდომაში შეყვანაა, ეს უფრო საგანგაშოა, რადგან გამოდის, პრეზიდენტი ვერ აკონტროლებს საკუთარ გარემოცვას, ვერ ასრულებს საკუთარ ულებმოსილებას, პრეზიდენტი ნაღმზე ზის და როდის აფეთქდება, არ ვიცით. თუ აფეთქდა და ამ ქვეყანას და ხალხს ეტირება დედა.,

კიდევ კარგი, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენს ომის დაწყების უპირობო უფლება ჩამოერთვა და პარლამენტის თანხმობი გარეშე ომს ვერ დაიწყებს. მაგარ შარს ვართ გადარჩენილები."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×