ტელეკომპანია "რუსთავი 2" სახელმწიფოს მიმართ დავალიანებას, 28 მილიონის გადახდას გრაფიკით აპირებს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტელევიზია დავალიანების პარალელულად, მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების გადახდასაც აპირებს.
"ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მქონდა. თვის ბოლომდე არსებული დავალიანების დაფარვის გრაფიკი უნდა წარვადგინოთ. ამავდრულად, უნდა შევასრულოთ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები.
ვმუშაობთ რეალისტური გრაფიკის შედგენაზე, რომ ოფიციალურად მივმართოთ შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ვალის რესტრუქციაზე ან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე", - განაცხადა "2020NEWS"-ს პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით 14 აგვისტოს მიმართა. მინისტრის განცხადებით, „რუსთავი2"-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 28 მილიონი ლარია.
წყარო: "2020NEWS"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე