მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეიტინგი ნელ-ნელა დაეცა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის აგრესია ძალიან გაიზარდა, რამაც მომავალში შესაძლოა სამწუხარო რეალობამდე მიგვიყვანოს და სამოქალაქო დაპირისპირების რისკები გაზარდოს.
პოლიტიკური ძალები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ახლა ყალიბდებიან, არცერთი მხარის პოზიციას არ იზიარებენ, პარტიების რეიტინგის თუ რეალურად მათი იდეების შეუთავსებლობის გამო, თუმცა სავარაუდოა, რომ ესეც საზოგდოებაში გააჩენს „მესამე პოლუსს".
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ხელისუფლება ამ კუთხით საზოგდოების გაერთიანებეს არ ცდილობს, პირიქით, მისი თქმით, ხელისუფლება არსებულ სიტუაციაზე „ცეცხლზე ნავთს ასხამს".
„შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა საკმაოდ სერიოზულია,ხელისუფლებაც კი არ ცდილობს საზოგადოების კონსოლიდაციას, პირიქით, უფრო „ცეცხლზე ნავთს ასხამს" და ცდილობს, რომ საზოგდოების ეს გახლეჩვა კიდევ უფრო გაზარდოს.
„გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნაც ამის პრეცედენტი იყო, იმიტომ, რომ გახარია არ არის მაკონსოლიდირებელი ფიგურა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთის ის ანტიგმირია, გარკვეული ნაწილისთვის კი გმირი. შესაბამისად, ის არის ის ადამიანი, რომელსაც საზოგადოების გაერთიანება არ შეუძლია, პირიქით, ის საზოგადოების დაპირისპირების სიმბოლო გახდა, განსაკუთრებით 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ.
„აქედან გამომდინარე, საზოგადოების დაპირისპირების არა თუ მაღალი რისკებია, არამედ პოლიტიკური ელიტა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს დ ბუნებრივია, როდესაც ეს ხდება საყოველთაო გაჭირვების, მაღალი სოციალური რისკების და სხვა ტიპის პრობლემების ფონზე, ეს მოლოდინებს სმწუხაროდ კიდევ უფრო აძლიერებს."-ამბობს პოლიტოლოგი.
ჩნდება გონივრული კითხვა, რომ ხელისუფლების რეიტინგის დაცემას ხომ არ გამოიყენებს ოპოზიციური ძალა და ესეც ხომ არ იქნება დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ოპოზიციაც ხელისუფების მგავსად „გაკოტრებულია".
„ხელისუფლებას რომ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და დაბალი რეიტინგი აქვს, გასაგებია, მაგრამ ის, რომ ოპოზიცია რამის გამომყენებელია, ამაზე კითხვები მაქვს. სამწუხარდ ოპოზიციას გამარჯვების გამოცდილება არ აქვს, ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ მთლიანად პოლიტიკური ელიტის პრობლემა გვაქვს. ერთმანეთზე უარესები არიან
„როდესაც ამომრჩევლის 57% აჩვენებს, რომ მას არჩევანი არ აქვს, ეს მხოლოდ ხელისუფლების გაკოტრებას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი პოლიტიკური ელიტაა გაკოტრებული და საზოგადოება ეძებს ახალ არჩევანს, სუფთა ფურცლიდან და ვერ პოულობს.
„დაპირისპირება ხდება ორ პოლუსად, მაინც იმედი მაქვს, რომ პროცესი იქნება მრავალპოლუსიანი, ამ ორპოლუსიან მანკიერებიდან და ორ ბანაკად გაყოფიდან გამოვალთ და რაღაცნაირად უბედურებში არ გადავიჩეხებით, პრინციპში ჯერ კიდევ ამისი შანსი არის, ჯერჯერობით სამოქალაქო დაპირისპირების წერტილიდან ჩვენ საკმაოდ შორს ვართ, იმისთვის, რომ არ დავუშვათ ასეთი განვითარება.
„ვითარება ჯერ დაწმენდილი არ არის, ჯერ პოლიტიკური მოზაიკა ფორმირებული არაა, დუმილის პროცეში ვართ. ასე რომ, ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთება ნაადრევია" - აცხადებს ხუხაშვილი.