რეზონანსი
20.09.2019

 მოკლული იოსებ ქოიავას მამა თამაზ ქოიავა ამბობს, რომ მისის შვილის მკვლელის დაჭერისთვის 23 წელი იბრძოდა და პრეზიდენტმა 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალა

“ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მას შემდეგ რაც გავიგე ეს შეწყალების ამბავი ერთი ათი დღე ძალიან ცუდად ვიყავი. 3 ხელისუფლება გავიარე და თითქმის ყოველდღე დავდიოდი სხვადასხვა ორგანოებში. 23 წელი ვიბრძოდი, ვინ არ ჩავრთე ამ საქმეში, ვისი ჩართვაც შემეძლო ყველა ჩავრთე. საქართველოდან იყო გაქცეული, ჯერ უნგრეთში იყო და მერე ჩეხეთში. იქაც ვიბრძოლე, რომ გადმოეცათ.

2008 წელს შედგა სასამართლო დაუსწრებლად და მას მიუსაჯეს 15 წელი. 2017 წლის აპრილში გადმოგვცეს. 2018 წელს დასრულდა, საბოლოოდ რამდენიმე წელი ჩამოაკლეს და 11 წელი და სამი თვე დაუტოვეს. წელიწადი და სამი თვის შემდეგ კი ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალა. ქართველი დედა ამას არ იკადრებს”, – განაცხადა თამაზ ქოიავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×