რეზონანსი
20.09.2019

 (რეზონანსი) "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების დაკარგვის შიში აქვს. ახლა მმართველი პარტია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ყურმოჭრილი მონები იპოვოს. ვფიქრობ, ირაკლი შოთაძე ყურმოჭრილი მონის როლს ძალიან კარგად შეასრულებს",- ამის შესახებ იურისტმა ლია მუხაშავრიამ "2020NEWS" -თან განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავება კვლავ ირაკლი შოთაძეს სურს

მუხაშავრია საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სალომე ზურაბიშვილი კორუფციული სქემის სათავეშია".

„დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი კორუფციული სქემის სათავეშია. მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ზურაბიშვილი ამ დანაშაულებრივ საქმეში. სალომე ზურაბიშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა ძირს უთხის პრეზიდენტის ინსტიტუციას. ზურაბიშვილის შეწყალებებთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს", - ამბობს მუხაშავრია "2020NEWS"-სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×