ახალი სეზონიდან რუსთავი 2-ის ეთერში ვანო ჯავახიშვილის შოუს ნაცვლად ნიკა არაბიძის შოუ დაიწყება. „მე მზად ვარ, შეგვიძლია დავიწყოთ" - ამბობს არაბიძე რუსთავი 2-ის ახალი იუმორისტული შოუს ანონსში.
„რეზონანსი" ნიკა არაბიძის შოუს დაუკავშირდა სადაც გვითხრეს, რომ დაანონსებული შოუ ისეთივე ფორმატის იქნება, როგორიც „ვანოს შოუ" იყო.
„როგორიც იყო ვანოს შოუ, ისევ მაგ ფორმატის იქნება,ოღონდ ნიკა არაბიძე წაიყვანს, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ მალე გავა, უკვე მიდის ჩაწერები, ძალიან კარგი პროექტია, ასე რომ დაელოდეთ.
„შოუში უშუალოდ თვითონ კომედის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას და წამყვანი ნიკა არაბიძე იქნება," - აცხადებენ არაბიძის შოუში.
ნიკა არაბიძის შოუს ანონსი რუსთავი 2-ში დარჩენილმა იუმორისტმა ალეკო მალხაზიშვილმა საკუთარ ფეისბუქზე გააზიარა.
ნიკა არაბიძემ „პრაიმტაიმთან" განაცხადა, რომ ახალი გადაცემის დაწყების წინ ღელავს, გარდერობი განაახლა და მონოლოგისთვის სცენარებს წერს.
მან ასევე „მთავარ არხზე" გადასული კომედი ჯგუფის მსახიობებზეც გააკეთა კომენტარი.
„ისინი, ვინც გადავიდნენ, ჩვენი მეგობრები არიან, წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს და წავიდნენ. მე წარმატებებს ვუსურვებ ყოველთვის," - განაცხადა არაბიძემ „პრაიმტაიმთან".
შგახსენებთ, რომ ახალი იუმორისტული ნიკა არაბიძის შოუს ანონსი რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
„რუსთავი 2-ზე ღამის იუმორისტული შოუს ფორმატის გადაცემა პირველად დავით გოგიჩაიშვილს მიჰყავდა, ხოლო შემდეგ ეს ფორმატი ვანო ჯავახიშვილმა გააგრძელა, ჯავახიშვილის „მთავარ არხზე" გადასვლის შემდგომ კი ამიერიდან ამ ფორმატში გადაცემას ნიკა არაბიძე წაიყვანს.
„მთავარ არხზე" გადასული კომედი ჯგუფის მსახიობებიც ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადებიან, „ვანოს შოუ" ახალ „მთავარ არხზე" ერთხელ უკვე გავიდა, სადაც იუმორისტებმა თავიანთი გეგმების შესახებ ისაუბრეს.