იანვრიდან, ორ სამსახურში ერთდროულად დასაქმებას მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ. ეს იმ შემთვევაში მოხდება, თუკი საპარალმენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა კანონად იქცევა. ბიზნესომბუდსმენი, მსხვილი დამსაქმებლები და ბიზნესასოციაცია ცვლილებებს კერძო სექტორში უხეშ ჩარევად აფასებენ და ეკონომიკის მუხრუჭს უწოდებენ.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.
დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. შრომის კოდექსის მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”
იმისთვის, რათა მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში შეეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებით, აღნიშნული თავით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა იყოს შევსებული. ის, რომ შეთავსებული სამუშაოს შესრულება ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ საათებში უნდა მოხდეს ეს მოქმედი კანონმდებლობითაც არის დადგენილი, თუმცა არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით ახალი კანონპროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს დროის იმ შესაძლო მონაკვეთის მოცულობას, რომლის განმავლობაშიც, მოქალაქეს მეორე სამსახურის შესრულება შეუძლია.
ცვლილებამ შესაძლოა, ათასობით ადამიანს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შეთავსებადი სამუშაოს შესრულება აუკრძალოს.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესისა და დასაქმებულის ურთიერთობებში უხეშ ჩარევად აფასებს.
„ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსადა დამსაქმებელს შორის. ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები დაეკისრება და დამძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ, შეიზღუდება დასაქმებული – თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება, იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები” - განაცხადა ლექვინაძემ.
უფრო მძიმეა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის განცხადება. ლევან ვეფხვაძე ამბობს, მრომ შრომის კოდექსში ცვლილებების შესახებ შემოთავაზებულ კანონპროექტს ეკონომიკური დასაბუთება არ ახლავს, როგორც ჩანს, მის ინიციატორებს წარმოდგენა არ აქვთ ეკონომიკისა და ბიზნესისთვის რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს წარდგენილ პროექტს
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვიღებთ იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს შეიძლება, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროექტის ავტორებს კონკრეტული შეფასება არ აქვთ, ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან და ვხედავთ, რომ ამ კანონპროექტმა, შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს, ასევე ონკრეტული კომპანიების საერთოდ გაჩერებაც“, – განაცხადა ვეფხვაძემ. შრომის კოდექსში შესაატანი ცვლილებების განსხვავებული კანონპროექტი აქვს პარლამენტში დარეგისტრირებული "ქართული ოცნების" ყოფილ წევრ, ბექა ნაცვლიშვილს. დეპუტატი "რეზონანსთან" ამბობს, რომ პირველი ეტაპის ამოცანა, სპეციფიკური კატეგორიების მკაცრად განსაზღვრაა.
"ცქიტიშვილის ინიცირებულ კანონს, სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა სანამ მე-5 მუხლით განსაზღვრულ დროზე ვისაუბრებთ და დავთვლით რომელ სამსახურში რადენ ხანს უნდა მუშაობდეს ადამიანი, აუცილებელია მკაცრად განისაზღვროს, რას ნიშნავს სპეციფიკური კატეგორიები. დღეს, ეს ჩანაწერი დამსაქმებლებისათვის ხრიკად იქცა, რითიც ისინი ახერხებენ 8 საათზე მეტი ამუშაონ თანამშრომელი.
ცალსახაა, სახელმწიფო უნდა ერეოდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაში და არეგულრიებდეს შრომის კანონმდებლობას და საუბრი იმაზე, რომ ეს არ შეიძლება, თავისთავად არასწორია", - ამბობს ნაცვლიშვილი.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, დამსაქმებლებს რიგ ახალ ვალდებულებებს დაუწესებს. მათ შორისაა მოთხოვნა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულმა დადგენილი ხელფასით განსაზღვრული სარგოს მინიმუმ 125%-ის ოდენობის ანაზღაურება უნდა მიიღოს. შესაბამისად, ზეგანაკვეთის დანამატი მინიმუმ 25%-ით არის დადგენილი.
უარყოფითად აფასებს და სტატისტიკის ხელოვნურ გაუმჯობესებას უწოდებს, ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ინიციატივას, რომლითაც 1 ადმაიანს ორ სამსახურსი დასაქმება აეკრძალება.
,,ხელისუფლება რომ ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაზე არ ფიქრობს, ამის დასტურად არაერთი ცვლილება და ნაბიჯი შემიძლია გავიხსენო. ჩემი აზრით, ახალი ცვილებების მიზანი დასაქმების სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდაა. მთავარი მათთვის ხომ ეკონომიკური მაჩვნებლის ციფრებში ასახვაა, რითიც შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან იტყვიან, რომ კარგადაა ყველაფერი. ხელისფულებამ იმაზე უნდა იფიქროს, რატომ მუშაობს ხალხი ზეგანაკვეთურად რამდენიმე სამახურში ერთდროულად? იმიტომ, რომ ანაზღაურება ძალიან დაბალია, თორემ არავის სიამოვნებს ზედმეტად გადაღლა. ეს არის იძულებითი ნაბიჯი.
რეალურად დღეს, ბევრად მეტია სამუშაო ადგილი, ვიდრე დასაქმებული, რადგან ადამიანები რამდენიმე საქმეს ითავსებენ. ამიტომ ახალი მანიპულაციით ციფრებში გაზრდიან დასაქმებულთა როდენობას, რეალურად კი უფრო მეტად გაღარიბლება მოსახლეობა”, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.
თავად კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი კი ამბობს, რომ სახელმწიფო ადამიანებს დაიცავს მონური შრომისგან.