რეზონანსი
21.09.2019

 

2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმჟამინდელი რექტორის, ვლადიმერ პაპავას ავტორობით გამოცემული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი 23 829 ათას ლარად შეიძინა - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული,

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამ შესყიდვის დროს გამოვლენილია რექტორის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან წიგნის მიმწოდებელი, შემსყიდველი და ინიციატორი ერთი და იგივე პირი იყო. პაპავამ იყიდა აშშ-ში გამოცემული თავისი წიგნი კომპანია Nova science publishers-სგან, რომლის თანხაც უნივერსიტეტმა მას ჩაურიცხა.

ვლადიმერ პაპავა თსუ-ს რექტორი 2013-2016 წლებში იყო. მან თანამდებობა სტუდენტების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ დატოვა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×