ელზა პაპოშვილი
22.09.2019

 შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს  4468 ადამიანი ელოდება. ეს იმ მსჯავრდებულებია, რომლებმაც პრეზიდენტს შეწაყალების თხოვნით მიმართეს. კონსტიტუციონაისტები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია ყველა მსჯავრდებულის განცხადება განიხილოს და მას ერთპიროვნულად არ აქვს უფლება ამ პროცესის შეჩერებაზე, ან საერთოდ გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღოს. 

კონსტიტუციონალისტების თქმით, ჯერჯერობით, რადგანაც მორატორიუმის გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მხოლოდ სიტყვიერად გამოაცხადა, კონსტიტუცია არ ირღვევა. თუმცა, როგორც კი მისი დოკუმენტის სახით გამოცემა მოხდება, მაშინ ყველა იმ მსჯავრდებულს, რომელიც შეწყალების მოლდინშია, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი შეუძლია. 

იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როდესაც შეწყალებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ  ეს მხოლოდ ერთი ინსტიტუტის პრეროგატივა არ არის. ალაფიშვილი ამბოს, რომ ეს არის სახელმწიფოს ჰუმანურობის აქტი, რომელის გაფორმების უფლება ყველა ქვეყანაში პირველ პირებს აქვთ. 

იურისტი აცხადებს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს კონკრეტული ფუნქციის შესრულებაზე  უარს ამბობს.

„მართალია კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს  პრეზიდენტი მსჯავრდებულს შეიწყალებს და ეს მისი უფლებამოსილებაა, ასევე, შეუძლია კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე მიიღოს ან არ მიიღოს გადაწყვეიტელბა, შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, მაგრამ აუცილებლად ეს (პატიმრის) განაცხადი რომ უნდა განიხილოს, ეს ვალდებულება უპირობოდ რჩება. 

„სწორედ აქედან გამომდინარე, მონატორიუმის გამოცხადება არ შეუძლია. მორატორიუმის გამოცხადება ხელყოფს მსჯავრდებულის უფლებებს, რაც კონსტიტუციის მიხედვით დაუშვებელია. აქედან გამომიდნარე, უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ შეწყალების თხოვნის განხილვაზე უარი ეწინააღმდეგება ჩვენი კონსტიტუციის მე-18 მუხლის გარანტირებულ ადმინისტრაციულ უფლებას და თავისთავში გულისხმობს, რომ ყველა პატიმრის განცხადების გონივრულ ვადაში განხილვა უნდა მოხდეს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ალაფიშვილი. 

მისივე თქმით, რადგანაც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორატორიუმის შესახებ განცხადება მხოლოდ  სიტყვიერად   გააკეთა, ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. თუმცა, თუკი ამის გაფორმება დოკუმენტურად მოხდება, ალაფიშვილის თქმით, მაშინ ნებისმიერ პატიმარს შეუძლია სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევისთვის საკონსტიტუცო სასამართლოში უჩივლოს.  

იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი დიდხანს გაგრძელდა და დროში გაჭინაურდა, მაშინ ეს უკვე არაკონსტიტუციურად ჩაითვლება. მუხაშავრია ამბობს, რომ პრეზიდენტი მზად უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მას შეწყალების ასობით და ათასობით განცხადება ექნებოდა განსახილველი. იურისტი აცხადებს, რომ თუ მორატორიუმის საკითხი ნახევარ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ ეს უკვე იურდიულად და კონსტიტუციონალურად გაუმართლებელია. 

„საქმე იქამდე მიდის უკვე, რომ შესაძლოა მორატორიუმი საერთოდ ამდენი ხნის განმავლობაში არც გაგრძელდეს, რადგანაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენის საკითხის  დაყენება გაახდეს საჭირო. კაცმა არ იცის კიდევ ვინ შეიწყალა. ეს რაც გავიგეთ და გახმაურდა... რაც არ ვიცით, დარწამუნებული ვარ, მსგავს დანაშაულზე გასამართლებული  სხვა პირების გათავისუფლებაც მოხდებოდა.  

„არ მგონია დაზარალებულების ოჯახებმა ეს ამბავი ასე ჩაატარონ. რა თქმა უნდა, ასევე ზიანდება და ზარალდება იმ პატიმრების უფლებებიც, რომლებიც წლების განმავლობაში პრეზიდენტის შეწყალებას ელოდებიან. ეს ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ადამიანის უფლებებს არღვევს და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×