
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალ დეტალები ირკვევა. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მოზარდი ამბობს, ფოტოსესიებზე მთლიანად შიშველსაც იღებდნენ, პროცესს კი ხშირად დედაც ესწრებოდა. ამასთან, ბავშვს აფრთხილებდნენ, რომ ამის შესახებ არც მამასთან და არც სხვა ახლობლებთან ესაუბრა.
დედას მოზარდი შვილი სოფლიდან თბილისში, დიდუბეში ჩამოჰყავდა, შემდეგ კი დიდუბის ავტოსადგურიდან ბავშვისთვის უცნობ მამაკაცს ისინი ფოტოსესიაზე მიჰყავდა. ის ფოტოსესიაზე სხვა არასრულწლოვნებსაც ხვდებოდა, ბევრი - მისი თანატოლი და მეგობარიც იყო. ფოტოების სანაცვლოდ დედა თანხას იღებდა. ბავშვის ბებია ამბობს, რომ მან მხოლოდ გოგონას ის ფოტოები ნახა, სადაც ლამაზ კაბაში პოზირებს. რძალმა მას აუხსნა, რომ გოგონას ფოტოებს უცხოური ჟურნალებისთვისა და ქუჩის სარეკლამო ბანერებისთვის იღებდნენ. ბებიამ რამდენიმე ფოტო, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა, სოციალურ ქსელში გააზიარა, თუმცა რძალმა ის სასწრაფოდ წააშლევინა. მისი თქმით, შვილიშვილი გადაღებებში დაახლოებით 8-9 თვის განმავლობაში მონაწილეობდა.
„ფოტოებს კაბებში მიღებდნენ, საცურაო კოსტიუმშიც და მერე ფოტოების გადაღება ტანსაცმლის გარეშეც დაიწყეს. შიშველსაც მიღებდნენ ფოტოებსაც და ვიდეოსაც. დედაჩემი ზოგჯერ ამ გადაღებას ესწრებოდა, მამა - არასდროს დასწრებია ჩემს ფოტოსესიას. მაფრთხილებდნენ, რომ ეს არავისთვის მეთქვა, დედაც მაფრთხილებდა. შიშით არ მეშინოდა იმიტომ, რომ მეუბნებოდნენ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო,“ - განაცხადა გოგონამ „ახალ კვირასთან“.