რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების" მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

პუტინის მიერ 22 სექტემბერს ხელმოწერილი განკარგულება 23 სექტემბერს გამოქვეყნდა. შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება დაევალა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია 23 აგვისტოს მოსკოვში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, რომელმაც განაცხადა, რომ ხელს მოაწერენ „შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის შესახებ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×