(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ნარკორეალიზატორი, 25 წლის სანდრო არდაზიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის პირველი პირის სახელზე განცხადება დედამისმა დაწერა.
არდაზიშვილის თქმით, ოჯახმა განცხადება დაწერა საპატრიარქოს სახელზეც დაწერა.
"სავარაუდოდ იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ. პირადი შემთხვევა იყო, პირადი მოხმარებისთვის მქონდა. თან სტუდენტი ვარ, თან დასაქმებულიც ვიყავი. ალბათ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე"- განაცხადა ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულმა სანდრო არდაზიშვილმა "მთავარ არხთან"
მისი თქმით, დაკავებიდან 6 თვეში დატოვა საპყრობილე.
არდაზიშვილი გასამართლებული იყო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულის ჩადენას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისულა, როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.