(რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეული „პრეზიდენტის" რაულ ხაჯიმბას „ინაუგურაცია" 9 ოქტომბერს გაიმართება.
ამ ეტაპზე „ინაუგუარციისთვის" მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ე.წ. არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა.
„უზენაესმა სასამართლომ" არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის კანდიდატის", პარტია ამცახარას ლიდერის ალხას კვიცინიას სარჩელი, რომელშიც ის „არჩევნების" შედეგების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვდა.
უარის საფუძვლებს სასამართლო 10 დღის ვადაში გამოაცხადებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.