რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი)"სწორი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილს ეთქვა, თუ რატომ მიიღო ასეთი ადამიანების შეწყალების გადაწყვეტილება. ნამდვილად არ ვიცი, დაიწყება თუ არა ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ იმ ფონზე, როცა შეწყალებების მოტივთან დაკავშირებით პრეზიდენტი განმარტებებს არ აკეთებს, განწყობილი ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი დავუჭირო", - აცხადებს „ქართული ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი, ერთი ძებნილი და ორი ნარკორეალიზატორი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×