რეზონანსი
24.09.2019

 ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა პრეზიდენტის  შეწყალების საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ პატიმართა შეწყალებაზე მსგავსი შეცდომები სალომე ზურაბიშვილის წინამორბედებსაც დაუშვიათ.

„მე დიდად ჩახედული არ ვარ ამ საქმეში, საინფორმაციო გამოშვებებსაც კი არ ვუყურებ. ზოგადად, საზოგადოებაში რა აზრიც მუსირებს, მაქედან შემექმნა წარმოდგენა. ისე, რომ გითხრათ, ჩავეძიე და ზუსტად ვიცი რა მოხდა-მეთქი, ვერ ვიტყვი.

ვიცი,  რომ პატარა, 18 წლის მკვლელი არის შეწყალებული, რომლის შეწყალებაც სავარაუდოდ, არ იყო საჭირო... თუმცა, მოჭიდავე რამაზ დევაძე, მე როგორც ვიცი, სინამდვილეში გამშველებელი იყო  და რაღაც ისე აეწყო ყველაფერი...  მაგაზე ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება შეცდომა იყოს მისი შეწყალება, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ საზოგადოების რისხვას გამოიწვევდა და მით უმეტეს მშობლების, რომლებსაც 18 წლის ბიჭი მიწაში ჩაუწვინეს. მე უბრალო მოქალაქის გადმოსახედიდან გეუბნებით, თუნდაც მისი მშობლების ადგილზე, ღმერთმა არ დამაყენოს, მაგრამ რომ ვიყო, რა თქმა უნდა, შეცდომაა ასეთი ადამიანების შეწყალება. 

რა ვქნათ, ყველა ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს მთავრობას მოსდით ძალიან დიდი შეცდომა, ახლა რომ იყოს არჩევნები, შესაბამისად, ქალბატონ სალომეს არ ექნებოდა ეს შეცდომები დაშვებული და ალბათ, ისევ მხარს დავუჭერდი", - ამბობს "პრაიმტაიმთან" ხატია სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×