რეზონანსი
24.09.2019

ლალი მოროშკინა ამბობს, რომ მის პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. დიდი ხანია მარტოა და ამას განაპირობებს მისივე ცხოვრების სტილი. 

"ყველაფერს მარტო ვაკეთებ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გვერდით მამაკაცები მედგნენ, მინდოდა, ჩემი ბიზნესი მქონოდა. ყველა მეუბნებოდა, რაში გჭირდება, ჩვენ ხომ აქ ვართო. არ ვარ მიჩვეული, სხვას ვუთხრა, თმის დასავარცხნი ან რამის საყიდელი ფული მომეცი-მეთქი. 

სიღნაღამდე ჯერ შეკვეთილში დავიწყე მშენებლობა და მუშებთან ერთად ხელებდაკაპიწებული, ბოტებით დავრბოდი. მერე მივიღე რისკიანი გადაწყვეტილება, წამოვედი სიღნაღში და აქაც მარტო ვშრომობ. ჩემს ერთ თაყვანისმცემელსაც კი არ უკითხავს, ამ პერიოდში რას ვჭამდი და ვსვამდი. ის მილიონრებიც, რომლებსაც შეკვეთილში სახლები ჩემი სახლის გვერდით ჰქონდათ, მშენებლობას რომ მოვრჩი, მერე მეუბნებოდნენ, ერთი გადარეკე, იქნებ ასფალტიც დაგვიგონო.

როცა დავინახე, ყველა მამაკაცი ერთნაირია, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არავისი დახმარება არ მჭირდება, ჩემს შეცდომაზეც და გაკეთებულზეც პასუხს მე ვაგებ. მე ავირჩიე დამოუკიდებლობა და თავს მშვენივრად ვგრძნობ.

ქუჩაში ყველა მცნობს, სამი ჭიქის მერე ყველა მოდის, რომ გადამკოცნოს, მუდმივად ჭორაობის ობიექტი ვარ. ძალიან რთულია ამის მოთმენა და ატანა. მომწონს კიდევაც, ჩემს ცხოვრებაში მარტოობის ასი წელი რომ დაიწყო.

მომავალში მე ვიქნები მდიდარი, ტატუებიანი ბებო, რომლისგანაც შვილიშვილებს მუდმივად რაღაც დასჭირდებათ. მდიდარი, ღირსეული ბებოს იმიჯი ყოველთვის მომწონდა და მეც ასეთი ვიქნები", - განუცხადა "სარკეს" მოროშკინამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×