ელზა პაპოშვილი
24.09.2019

 „ქართული ოცნების“ წევრი  ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჯერჯერობით სიის ჩავარდნაზე სუბარი ნაადრევია. მისი თქმით, სია კი არ უნდა ჩავაგდოთ, არამედ ამ 20–კაციდან ღირსეული ადამიანები შევარჩიოთ. ფიქრობს, რომ კადიდატები „სწორი“ პასუხების გაცემას ცდილობენ და გამომდინარე აქედან, ნაკლებად გულწრფელები არიან.

ქანთარიას აზრით, ის ადამიანი ვერ მოიპოვებს მხადაჭერას და მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ის კანდიდატი, რომელიც მათ კითხვებს ვერ დააკმაყოფილებს. დეპუტატის აზრით, წინა სია იმიტომ დაიწუნეს, რომ მისი მოწოდების ფორმა მათთვის მიუღებელი იყო. ფიქრობს, რომ თუ კანდიდატები მათ კითხვებს ვერ დააკმაყოფილებენ, პირადად მათ მხარს არ დაუჭერს. 

„ჯერ არ ვიცი, ვინ გაივლის გასაუბრებას და ვინ არა. ასე ხელაღებით სიის ჩაგდებაზე საუბარი ძალიან ადრეა. ვნახოთ იქნებ ამ 20 კაციდან ვინმე არის ღირსეული, ვისაც მხადაჭერა უნდა გამოვუცხადოთ. 

„მე პირადად თუ არ დამაკმაყოფილებს მოსამართლის კანდიდატის პასუხები, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერ. რასაც გადავხედე არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც შეიძლება ნდობა პირადად გამოვუცხადო. თუმცა გააჩნია პასუხებს როგორ გასცემენ. ახლა რასაც ვუყურებ ძირითადად ცდილობენ, რომ სწორი პასუხები გასცენ და არა გულწრფელი და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს ქანთარია „რეზონანსთან“.     

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდებოდა. კომიტეტში თამარ ალანიას შემდეგ 24 სექტემბერს მერაბ გაბინაშვილს უსმენენ. არ არის გამორიცხული, რომ 20-კაციანი სიიდან ბევრმა მოსამართლემ მხადაჭერა ვერ მიიღოს. ეს ეჭვები, სავარაუდოდ, „ოცნებაშიც“ არსებობს და შეიძლება სია საერთოდ ჩავარდეს კიდეც. 

მერაბ გაბინაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. ის უმაღლეს ინსტანციაში მსურველი კანდიდატების პირველი 10-კაციანი სიის წევრიც იყო. მას კითხვებს როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრებიც უსვამენ. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×