რეზონანსი
24.09.2019

 (რეზონანსი)თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას განცხადების საფუძველზე შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უნდა დაიწყონ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბესელიამ გამოძიებას სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

"მგონია, რომ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ ამ განცხადების შემდეგ და აუცილებლად დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე. მან უნდა მიაწოდოს შესაბამის სამსახურს სრული ინფორმაცია რაც მას გააჩნია",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ,რომ ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×