რეზონანსი
24.09.2019

 (რეზონანსი)24 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უკანონო ფრენა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადა,

„აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი" და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×