თამთა ჩაჩანიძე
24.09.2019

 რუსთავი 2-ის განახლებულ საინფორმაციო გადაცემა კურიერს ჟურნალისტი გურამ როგავა წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა „სოვა ნიუსი" ავრცელებს. როგავა მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში მუშაობდა, იგი თავისი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე ძირითადად სამხედრო მოვლენებს აშუქებდა.

„რუსთავი 2"-ის ეთერში ასევე ვიხილავთ ტელეკომპანია „იბერიას" ჟუნალისტ თამარ ურუშაძესაც,რომელიც საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პირდაპირ ეთერში სნაიპერის სროლის შედეგად დაიჭრა.

„რუსთავი 2-ში ასევე ვიხილავთ ჟურნალისტ სოფო ოხანაშვილს, რომელიც მანამდე ტელეკომპანია „იმედში" მუშაობდა.

საინფორმაციო გადაცემა „კურიერში" რჩება თეონა ცხომელიძე, რომელიც განახლებულ კურიერშიც გააგრძელებს საქმიანობას,

„კურიერის" წამყვანად ნათია ლაზაშვილი განიხილება, რომელიც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ სააგენტოს ჯერ არ დაუდასტურა. ლაზაშვილი ბოლო პერიოდის ანმავლობაში პრემიერ მინისტრის აპარატში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ეკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი 2-ს განახლებული ეთერი 23 სექტემბერს უნდა დაეწყო, თუმცა ჯერ არცერთი განახლებული გადაცემა ტელევიზიის ეთერში არ გასულა. ვრცელდება ცნობები, რომ ეს 25 სექტემბერს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-დან საინფორმაციო გადაცემა „კურიერის"გუნდის თითქმის მთელი შემადგენლობა და ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებიც მას შემდეგ წავიდნენ, რაც ახალმა გენერალურ დირექტორმა პაატა სალიამ, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟირჟოლიანი, გიორგი გაბუნია, და ეკა კვესიტაძე გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×