რეზონანსი
24.09.2019

(რეზონანსი) საბერძნეთის პოლიციამ უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება გაშიფრა, რომელიც ბავშვებით ვაჭრობდნენ. რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, ხდებოდა "შეკვეთით დაორსულებაც". დაკავებულია საერთო ჯამში 12 პირი, თუმცა, მთლიან სქემაში დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ბერძენი ადვოკატი და ექიმი. ასევე სამი ქართველი ქალი, რომელიც, როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

როგორც ჩანს, დაჯგუფება წლების მანძილზე მოქმედებდა და თითო ბავშვს, “შეკვეთის” შემდეგ 25.000 ევროდ ყიდდა. საქმეში მონაწილეობდა ექიმი და ადვოკატი, რომლებიც ყველაფერს კანონიერ სახეს აძლევდნენ.

ისინი თანამშრომლობდნენ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთანაც კი, სადაც ასევე უცხოელ ქალებს აფეხმძიმებდნენ.

თითოეული დაკავებული თესალონიკის განყოფილებაშია გადაყვანილი და საქმე პარასკევს და შაბათს განიხილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×