რეზონანსი
25.09.2019

 ოზურგეთში, დაბა ლაითურში მომხდარ უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

ო. შაინიძე საკუთარი ტრაქტორით ხრამში გადაიჩეხა.

ტრაქტორის მძღოლმა ავარიის დროს მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია:

"ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ჩარევა უტარდება. მას დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება გაგვიჭირდება" - განუცხადეს "გურია ნიუსს" ოზურგეთის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში.

წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად ტრაქტორის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×