
20 წლის გოგონას შესახებ, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს, ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურ კომენტარებს .
"რა მწარე ხარ ქრისტი,არ შეიძლება ეს მომხდარიყო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი" - წერს ქრისტინა ბაბლუანის ახლობელი.
"რატომ პატარავ... შენ ხომ ძალიან თბილი და მოსიყვარულე გოგო იყავი... რატომ დამართე ეს შენს მამიკოს... როგორ მენანები. ნათელი შენს სულს" - წერს გოგონას ნათესავი.
"წუხანდელი კოშმარი რისთვის მოუწყვე ჩემო ლამაზო გოგო შენ ოჯახს, ახლობლებს. საშინელება" - წერს მარიტა ბაბლუანი.
"არ ვიცი დედაშენი, რით ვანუგეშო, როგორი გადასატანი ექნება ეს უსაზღვრო ტკივილი" - წერენ ბაბლუანის ახლობლები.
შეგახსენებთ, 20 წლის გოგონა სახლში გარდაცვლილი იპოვეს სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცხოვრობდა.