თბილისის ერთ-ერთ უბანში, 20 წლის ქრისტინა ბაბლუანი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ვერსიით, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის ახლობელმა ქეთევან ენუქიძემ დაწერა:
“მე დედოფალი ვარ და ბანკეტზე გვირგვინით უნდა წავიდეო… აბსოლუტურად განადგურებული ვარ…
არაფრით არ შეიძლებოდა ქრისტინას სიკვდილი…ბავშვებო, ბავშვებოოოო!
ნუ იქცევით ასე!
ნუ აძლევთ თქვენს თავს სიკვდილის უფლებას!
ჯერ ჩვენ დაგვხოცეთ, დაგვმარხეთ და მერე!
არ ვიცი მიზეზი და, სავარაუდოდ, არავითარი ე.წ. ოჯახის სიწმინდის თემა არ იქნება… ქრისტინას ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა… თვალთმაქცობის გარეშე ვამბობ.”