რეზონანსი
25.09.2019

 ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ბილბაოში 25 წლის ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ჟურნალისტები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ქალი ჩხუბის შემდეგ ქუჩაში გაცნობილ მამაკაცთან ბინაში ასვლას დათანხმდა.

როგორც დაზარალებული ჰყვება, სასმელში „თეთრი ფერის ფხვნილი გაურიეს, რის გამოც მან წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა“.

გამოძიების ცნობით, გონების დაკარგვამდე ქალი ძმას დაუკავშირდა. სწორედ ასე მოხერხდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

პოლიციამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილები. მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, ორი ალჟირელი და ერთი ესპანელია. ექსპერტიზამ დაზარალებული გოგონას სისხლში მოძალადეების ბიოლოგიური კვალი დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×