
ნიკა მელიას მხრიდან გიგა ბოკერიას მისამართით გაჟღრებულ კრიტიკას, რომელიც მან “ფეიბუქზე” დაწერა, “ევროპული საქართველოს” ლიდერის მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ცინიკური პოსტით ეხმაურება. ნიკა მელიას თქმით, ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული გიგა ბოკერია “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ აპელირდება.
“ვინ თქვა, რომ მე და მელია ვერ შევთანხმდებოდით!” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე, სოციალურ ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ კი პოსტის კომენტარში კვლავ ცინიზმით გააგრძელა:
“სასტიკად აგრესიული იყო – სხვა პარტია ვარო, შეახსენა და ჩემი მთავრობა მინდა იყოს, თქვენი არაო.
გული ამოაგლიჯა კვესიტაძეს და რომანს და შეჭამა.” – და სისხლს ილოკავდა ენით ტუჩებიდან”.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემის - “ღამის მთავარი” სტუმრები “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია გახლდათ. ტელეწამყვან ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუს დროს ოპოზიცონერ დეპუტატებს შორის მწვავე დებატები წარიმართა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე