რეზონანსი
25.09.2019

 ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეთერს დაუბრუნდა "რუსთავი 2" და მისი საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“. მთავარ საინფორმაციო გამოშვებას არხის ყოფილი სახე და პრე­მი­ე­რის აპა­რატ­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ყოფილი მრჩეველი, ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.

ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა: პოსტსკრიპტუმი, შაბათის კურიერი, კვირის აქცენტები, მთავარი ექიმი, ჩემი ცოლის დაქალები, მხოლოდ ქართული, ნანუკას შოუ, არჩევანი, სხვა შუაღამე, ვანოს შოუ, ფორბსის კვირა და სამზარეულოს ომები.

რაც შეეხება არხის იუმორისტულ და გასართობ გადაცემებს, „რუსთავი 2“-ზე კომედი ჯგუფის მომზადებული თითქმის ყველა გადაცემა შენარჩუნდა (მათ შორისაა „ფარული კონვერტიც“). 28 სექტემბრიდან ეთერს დაუბრუნდება „კომედი შოუ“. მასში სხვადასხვა დროს არხიდან წასული ძველი და ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან, მათ შორის სიკო ჭუმბურიძე, ეკა აბშილავა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ქეთი ხუციშვილი. დღესვე გავა ეთერში ახალადშექმნილი „გვიანი შოუც“. უცნობია თუ ვინ იქნებიან მისი წამყვანები. შოუს ძველმა წამყვანებმა, ილო ბეროშვილმა და ნიკა გრიგოლიამ „რუსთავი 2“ დატოვეს. უცვლელად გავა კიდევ ერთი პროექტი „გააცინე და მოიგე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×