გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის დედათა მონასტრის კარზე ღუმელის საკვამური დაამაგრეს.
ფაქტის ამსახველი ფოტო, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.
გურჯაანისა და ველისციხის მღვდელმთავარი, მეუფე ექვთიმე ლეჟავა მონასტერში ღუმელის არსებობას ადასტურებს.
„მონასტრის დედები წლებია, ასე თბებიან, სხვა საშუალება არ არის. გაზს ვერ ვიყენებთ, ფინანსურად ვერ ვწვდებით. არც ხატები ზიანდება და არც წესი ირღვევა- განაცხადა მეუფე ლეჟავამ.
სწორია, თუ არა მონასტრის კარში ღუმელის საკვამურის არსებობა, საკითხს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეისწავლის.
წყარო: პრაიმტაიმი