რეზონანსი
25.09.2019

 (რეზონანსი)„სესხების ჩამოწერის პროგრამა იყო თავს მოხვეული და არასასრულ პირობებზე ბანკებს დათანხმება აიძულეს", - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ილაპარაკა.

მისი თქმით, საქმეს აგვარებდნენ პირდაპირ ფინანსთა მინისტრის კაბინეტში, სადაც ხდებოდა ბანკების წარმომადგენლებზე ზეწოლა. „როდესაც 120 მილიონს ცვლი დაახლოებით 3 მილიონში და პრაქტიკულად გაიძულებენ შეღავათს აკეთებს ბანკი და არა ფონდი", - ამბობს ხაზარაძე.

„ლელოს" დამფუძნებელმა „მთავარ არხთან" განაცხადა, რომ სესხების განულების პროგრამა ბანკებისთვის კომერციული თვალსაზრისით არასახარბიელო იყო და მათ მიზერულ ფასად მოუწიათ პრობლემური პორტფელის დათმობა ქართუ ფონდის სასარგებლოდ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×