რეზონანსი
26.09.2019

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ნატოში გაერთიანების საკითხზე ისაუბრა.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ, როცა მიხელ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიცემული ყველა პირობა დაარღვია, სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა და მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა. ჩვენ მაშინ ნატო-ზე არ ვფიქრობდით, ჩვენ მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ნატო-ს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთს საფრთხეს უქმნის,“ – განაცხადა ლავროვმა.

"კომერსანტის" კითხვაზე, რა მოხდება, თუკი საქართველო ნატოში აფზახეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გაწევრიანდება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებს.

„ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმაც კი ისაუბრა. გპირდებით, ომს არ დავიწყებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად მიიჩნევს, სერიოზულად შეირყევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×