თამთა ჩაჩანიძე
26.09.2019

 იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, უმრავლესობის დეოუტატს ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, კადრებიდან ჩანს, რომ მან ზარდიაშვილს სახეში დაარტყა. ამ ინციდენტის შემდეგ პარლამენტში დეპუტატებს შორის დაბნეულობა და დაძაბულობა იგრძნობა.

„რეზონანსი" როგორც „ქართული ოცნების" წარმომადგენელ, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მათი უმრავლესობა ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს.

„მე პრინციპულად არ გავაკეთებ კომენტარს", - აცხადებს „რეზონანსთან"უმრავლესობის დეპუტატი ნინო გოგუაძე.

პარლამენტში ხმაურია, დეპუტატები მომხდარს გამო დაბნეულები არიან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული დაპირისპირების გამო ერთსაათიანი შესვენება გამოცხადა.

„რეზონანსი" ცდილობს დაუკავშირდეს უმრავლესობის სხვა წევრებსაც, იმ შემთხვევაში თუ ისინი აღნიშნულ დაპირისპირებაზე რაიმე სახის კომენტარს გააკეთებენ, უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ,

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენდნენ, ამჯერად კომიტეტის წინაშე მოსამართლეობის კანდიდატი მირანდა ერემაძე წარსდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×