თამთა ჩაჩანიძე
26.09.2019

 „რაც ვანომ ბესელიას მიმართ შეურცხყოფა გაიმეტა, იმაზე ეკას რეაქცია იყო სრულებით ადეკვატური, 100%-ით მართალი იყო ეკა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბესელია-ზარდიაშივილის ფიზიკურ დაპირისპირებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვისას.

„ეს არ იყო როგორც ასეთი ზარდიშვილის და ბესელიას დაპირისპირება. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სხდომის პროცესმა. იყო საკმაოდ მკვეთრი დაპირისპირება კანდიდატთან მიმართებაში, კითხვებით და პოზიციით. ეს დააფიქსირეს ბესელიამაც გოგიჩაიშვილმაც და სხვა დეპუტატებმაც.

კითხვების დასმის ჩემი ჯერი რომ დადგა, სანამ მე დავიწყებდი, მანამ ზარდიაშვილი შემოვიდა და დაიწყო ჩემი აზრით ცოტა გამომწვევი ქცევა. პროცედურასთან დაკავშირებით სიტყვა მოითხოვა, თქვა, რომ ჩვენ კანდიდატებთან მიმართებაში კითხვებს არ უნდა ვსვამდეთ, რომ ამაზე მათ პასუხი არ უნდა გაგვცენ და მენტორულად დაგვიწყო დარიგება, რა უნდა გველაპარაკა და რა - არა", - ყვება ფოფხაძე.

მისივე თქმით, ბესელიას ქცევა აბსოლუტურად ადეკვატური იყო, რადგან ზარდიაშვილმა მანამდე მას შეურაცყოფა მიაყენა.

„ჩვენ მოვისმინეთ, გავატარეთ და პროცესი გავაგრძელეთ, მაგრამ ამას ისევ მისი მხრიდან ისევ მოჰყვა რაღაცეები. ბოლოს უკვე კონკრეტულ მომეტში გადმოვიდა შეურაცხყოფებზე, ძირითადად ეკა ბესელიას მისამართით. მიმაჩნია, რომ ეკას რეაქცია ვანოს ფრაზაზე იყო სრულებით ადეკვატური. 100%-ით მართალი იყო ეკა.

„ზარდიაშვილმა რაც უთხრა ბესელიას, ეს იყო შეურცხმყოფელია ეკასთვის და ზოგადად, ადამიანმა სხვა ადამიანს ასეთი რაღაც არ უნდა აკადრო და თუ აკადრებ, უნდა გქონდეს ის მოლოდინი, რომ პასუხს გაგცემენ", - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ამჯერად დეპუტატები კანდიდატ მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×