რეზონანსი
26.09.2019

 (რეზონანსი)„რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კურიერის განახლებული ეთერი მოეწონა.

9 საათიანი „კურიერის" ლაივ ვიდეოს გვარამიამ შეფასების სახით „გულის ემოცია"დაუწერა.აღსანიშნავია,რომ ეს ემოცია კურიერის ლაივ ვიდეოზე ახლაც ფიქსირდება.

 

სხვა შთაბეჭდილებების შესახებ გვარამიას სოციალურ ქსელში არაფერი დაუწერია და არც შენიშვნები გამოუხატავს.

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქს ირონიის გამომხატველი სხვა უარყოფითი სმაილებიც აქვს, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში გვარამიამ დადებითი შეფასება გააკეთა. 

ცნობისთვის, „კურიერმა" მაუწყებლობა გუშინ განაახლდა. მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნათია ლაზაშვილია.ლაზაშვილის არხზე დაბრუნება ბევრმა დადებითად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ლაზაშვილს პირველ ეთერში იგივე პიჯაკი ეცვა, რიმელიც 13 წლის წინ.მის ამ ჟესტს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×