რეზონანსი
26.09.2019

 (რეზონანსი)კახეთში, სოფელ ბოდბისხევში სამართალდამცავების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 1936 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილის შემოწმებისას დაკავებულის შვილი სამართალდამცავების მითითებებს არ დაემორჩილა, ხოლო მისმა მშობელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია.

შსს-ს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად, ამოღებულია ცეცლსასროლი იარაღი, რომელიც დაკავებულის შვილმა მეზობლის ეზოში გადააგდო, ხოლო თავად ადგილიდან მიიმალა.

რაც შეეხება სამართალდამცავთა ჯანმრთელობას, მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ფაქტის გამო, პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 253 პრიმა მუხლით. ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავებზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×