რეზონანსი
26.09.2019

(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსახლეობას მიმართავს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბონ იმ დღეს, როცა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მხარი უნდა დაუჭირონ.

ბესელია მზად არის აქციაზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დადგეს.

დეპუტატი ამბობს, რომ დასაცავია ქვეყნის მომავალი.

"მინდა ხალხს მივმართო. თუ "ქართული ოცნება" იმ მოსამართლეებს გაიყვანს, რომლებსაც ხელი აქვთ გასვრილი იმ უბედურებაში, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა, მოუწოდებ ყველას, კენჭისყრის დღეს გამოვიდნენ ქუჩაში, რომ დეპუტატებმა გაიგონონ მათი ხმა. მზად ვარ გავიდე ქუჩაში"- თქვა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ენმ-სთან კონტაქტი არ აქვს, თუმცა მათი გადასაწყვეტია სად დადგებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×