ამ მომენტისთვის საქართველო-რუსეთის საზღვართან 800-ზე მეტი სატვირთო მანქანაა გაჩერებული
თეო გუდავაძე
26.09.2019

 ზემო ლარსზე ურთულესი მდგომარეობაა - უზარმაზარ რიგში 800-ზე მეტი სატვირთო მანქანაა გაჩერებული. რამდენიმე კილომეტრიან საცობში მოყოლილ მანქანებში არის მალფუჭებადი პროდუქტიც, რომელიც სავარაუდოდ ვერ გაუძლებს ტრანსპორტირებას. ლარსის საზღვარზე ეს პრობლემა უკვე წლებია არსებობს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება. 

დღეს საქართველო-რუსეთის საზღვართან 800-ზე მეტი სატვირთო მანქანაა გაჩერებული. შექმნილი სიტუაციის მიზეზია რუსული მხარის მიერ წონის კონტროლის ახალი სისტემა „რუბეჟის“ ამოქმედება - პროცედურა მოითხოვს გარკვეულ დროს, თანაც სატვირთო ავტომობილების მძღოლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები ამ სიახლის თაობაზე.

პრობლემას ართულებს ისიც, რომ სისტემის მიერ დადგენილი წონის გადაჭარბების შემთხვევაში, დგინდება პროტოკოლი და მძღოლს ეკისრება სოლიდური ჯარიმა - 100 000 რუბლი (დაახლოებით 800 დოლარი). მძღოლების ნაწილი უარს ამბობს ჯარიმის გადახდაზე, გარდა ამისა, თავად პროტოკოლის შედგენაც საკმაო დროს მოითხოვს.

რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელ ერთადერთ მოქმედ საავტომობილო გზაზე უკვე არანორმალური ვითარებაა შექმნილი. ამიტომ 

კომპანია ქართული ხილის დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მხოლოდ ლარსზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი და კარგი იქნებოდა ალტერნატიული გზის გახსნაც. 

"ეს ყველაფერი ცუდად აისახება იმ ადამიანების ბიუჯეტზე, ვინც ამ საქმეშია ჩართული. ქვეყნისთვისაც არ არის სასარგებლო, როდესაც ასეთი მდგომარეობაა, პირდაპირ პროდუქციის ფასზეც აისახება. გამოსავალი რთული მოსანახია, შესაბამისი სამსახურები უნდა მუშაობდნენ მუდმივად და არ უნდა იყოს მხოლოდ ერთადერთი გზა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპატია და მტრულად ვართ განწყობილები, გვინდა თუ არ გვინდა მეზობელი ქვეყანა და გვიწევს ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. თან საკმაოდ დიდია მოცულობით რუსეთის ბაზარი და როგორც იმპორტის კუთხითაა მიმზიდველი, ასევე ექსპორტის კუთხითაც მომგებიანია. 

საქართველოს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული საერთაშორისო დონეზე, სულ ორი კომპანია უნდა ყოფილიყო, რომლებიც გააკონოტროლებდნენ ლარსის გამშვებ პუნქტს. ახლა ისეთ ეტაპზე ვართ თუ ალტერნატიული გზების მოძიება არ მოხდება, ასეთი პრობლემები ყოველთვის იქნება და მდგომარეობა კიდვე უფრო გამწვავდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ბეჟიტაშვილმა.

განსაკუთრებულად მძიმეა ეს მდგომარება მათთვის, ვისაც მალფუჭებადი პროდუქტები გადააქვს ლარსის საზღვარზე, რადგან, შესაძლოა, დიდი ფინანსური წაგება განიცადონ თუ დროულად ვერ ჩაიტანეს დანიშნულების ადგილას საქონელი. მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა, პრობლემა მუდმივია და უფრო და უფრო მწვავდება. 

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგების თავმჯდომარე გელა კვაშილვა ამბობს, რომ ალტერნატიული გზები გამოსავალი არ არის ოკუპანტ რუსეთთან. 

"რუსეთთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, არამცთუ ალტერნატიული გზების გახსნაზე ვიფიქროთ. რეალურად ომის პირობებში ვართ და აქ მხოლოდ ეკონომიკური ამბავი არის არის. ლარსზე პრობლემებიც სეზონურია და ეს მონაკვეთი სულ დატვირტული არ იქნება. 

საბაჟოზე პროცედურები უნდა გამარტვდეს და ახალი ტექნოლოგიები დაინერგოს ეს ცხადია, მაგრამ ამ მასშტაბის მტერთან სიტუაციის ფორსირება დაუშვებელია. არც კი ვიცი როგორ შეიძლება მოგვარდეს ლარსთან არსებული პრობლემა, მით უმეტეს, პირდაპირი მოლპარაკების გზებიც კი არ გვაქვს", - აღნიშნა გელა კვაშილავამ "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×