რეზონანსი
26.09.2019

(რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ჰიპერმარკეტ "სმარტთან" "ნისანის" მარკის ავტომანქანა​ BMW-ს მარკის ავტომანქანას დაეჯახა.ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციიის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.

გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×