რეზონანსი
27.09.2019

 საბერძნეთში დაკარგული გოგო, 4-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 32 წლის სალომე გოგინაშვილი ამ დროისთვის, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული.  

როგორც "კურიერს" დაკარგული გოგოს დედამ სატელეფონო საუბარში განუცხადა, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი, საბერძნეთის საავადმყოფოდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"გოგო მიუყვანიათო, პირველ საავადმყოფოში, ქალაქგარეთაა. ამბობს, სალომე ვარო, ნუ გეშინიაო, ცოცხალი არისო. ტაქსით მივდიოდი და მომაბრუნეს შუა გზიდან, არ არის იქ, წაუყვანიათო სასწრაფოს სხვა მხარეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ბოლოს ვნახეთ… მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული ყველა ქართველ ემიგრანტს და მთელ საქართველოს ასეთი გულისხმიერად გვერდით დგომისთვის, " - განაცხადა სალომე გოგინაშვილის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×