რეზონანსი
27.09.2019

 ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ საუბარია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ცნობით, უწყება თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე, დღეს გაცვლითი კურსი დაიწევს და ლარი გამყარდება, თუმცა რამდენად მოხერხდება სამომვალოდ არსებული ტემენციის შენარჩუნება, ამის თაობაზე განცხადება არ კეთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×