რეზონანსი
27.09.2019

ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს.

„კადრების გავრცელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი. ეჭვების შესახებ მკითხა. ვუთხარი და ახლაც იგივეს ვიმეორებ, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ამის დაჯერება, მაგრამ შეიძლება ეს მოხდა თქვენი თანხმობით-მეთქი. მითხრა, ამ ამბავმა მე უფრო დამაზარალა, ვიდრე შენ და ეს „ნაციონალების“ გაკეთებულიაო. თქვა, რომ ეს საქმე გაიხსნებოდა. მაგრამ ამას მოჰყვა მისგან შემდეგი ფრაზა: გაჩერდი, თორემ მე შენ ვერ დაგიცავო. ჩემი პასუხი კი იყო, რომ მე არავის დაცვა არ მჭირდება და ყველას იქით ვიცავდი. ერთ თვეში კიდევ გავრცელდა ეს კადრები. არ ვიცი ეს გაფრთხილება იყო თუ რა“, – აღნიშნა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×