რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი )ქართველები და აფხაზები ერთად მოახერხებენ საქართველოს გამთლიანებას, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს ომი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

„დრო არაფრის მკურნალია, ისევ ისეთი განცდა და ტკივილია ეს დღე როგორ მაშინ. დარწმუნებული ვარ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, და ქართველები და აფხაზები ერთად მოახერხებენ საქართველოს გამთლიანებას. ეს იყო რუსეთ საქართველოს ომი აფხაზეთში. ეს სტატუსი, რომ მიეცემა უფრო მალე მოხდება საქართველოს გაერთიანება", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×