გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი მიზეზეი, ქართული მხარის ოფიციალური ცნობით, ოკუპაციის ხაზთა ვითარების უკიდურესი გამწვავება იყო. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ „რეზონანსს" მოაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ამ წუთებისთვის რა ხდება ჩორჩანაში და გამოიღო თუ არა რაიმე შედეგი აღნიშნულმა შეხვედრამ.
„როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ ამ წუთისთვის ჯერჯერობით არ გვაქვს დრონით მუშაობის საშუალება, აქედან გამომდინარე გვიჭირს რაიმეს თქმა. რაც ინფორმაცია გვაქვს, გარედან ვიზუალურად. ამ წუთისთვის ოკუპანტებმა დაასრულეს სტაციონალური საგუშაგოს მშენებლობა, ვერ გეტყვით მუშაობენ თუ არა ტყის გაჭრაზე ჩვენი საგუშაგოს მიმართულებით.
„თუმცა მოძრაობა ძალიან აქტიურია წნელისიდან საგუშაგოს მიმართულებით. იგივენაირი მოძრაობაა, რაც ადრე იყო. მანქანებით და მათ შორის საინჟინრო მანქანებითაც მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან. ეს რაც შეიმჩნევა გარედან და დანარჩენი რაც ხდება, ამის დადასტურება ან უარყოფა ამ წუთისთვის არ შემიძლია", - განაცხადა ქაცარავამ.