თამარ შუკვანი
27.09.2019

 „მოწოდებებით არ ვმოქმედებ, ჩემი პირადი თვალსაზრისებით ვმოქმედებ. ასე რომ, ეკა ბესელიას უფლება აქვს ვინმეს მოუწოდოს, მაგრამ სიტუაციის კიდევ უფრო გართულება გაუმართლებელია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების" წევრებს მიმართა დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს გაემიჯნონ.

ქანთარიას თქმით, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს;

„ისედაც სურათი საკმაოდ ცუდი იყო და ახლა კიდევ რაღაცების დამატება არ არის მართებული, არც ერთის და არც მეორის მხრიდან. ის, რაც მოხდა, პარლამენტისთვის პრესტიჟის მომტანი არ იყო.

„არსებობს ბევრი პრობლემა და საქმე, რომელიც დამატებით ენერგიას მოითხოვს, ახლა მუდმივად ვისაუბროთ ამაზე, ამის მომხრე არ ვარ," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისათვის, ეკა ბესელიამ მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს გაემიჯნონ.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების" წევრებს, რომლებიც პირველ სათავეებთან იდგნენ და მათ შორის 2012 წლამდე იბრძოდნენ. ვინც გუშინ მოისმინა უღირსი ადამიანის, ვანო ზარდიაშვილის გამოსვლები ეთერებში, ან გაემიჯნონ ამას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერ იქნება კოლექტიური სახე „ქართული ოცნების". ეს არის ჩემი მიმართვა, ეს ეხებათ ძველ თანამებრძოლებს - თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს..." - აღნიშნა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×